Wednesday, May 8, 2013

1. პროექტის სახელწოდება: მზის სისტემა
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები შეისწავლიან, რომ მზე დედამიწის ყველა არსებისათვის სიცოცხლის წყაროს წარმოადგენს. ადამიანებს, ცხოველთა სამეფოს, მცენარეთა სამყაროს-ყველაფერს მზე ასაზრდოებს თავისი სითბოთი და სინათლით.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ინტერნეტში მოიძიებენ მზის სისტემაზე საჭირო მასალას. აღწერენ  მზის სისტემას(პლანეტების სიდიდე, დაშორება
მზიდან). ეცნობიან რას წარმოადგენს მზე ყველა ცოცხალი არსებისათვის. შეადარებენ რით განსხვავდება მზე დედამიწისაგან, მთვარისაგან. სწავლობენ ურთიერთპატივისცემას, ერთმანეთის შეფასებას.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ პლანეტების დასახელება და სხვა ციური სხეულებისაგან მათ განსხვავებული ნიშნების ჩამოთვლა. ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება და დამუშავება. მიღებული ინფორმაციის შეჯამება და სათანადო დასკვნების გაკეთება. საინფორმაციო ტექსტის კითხვა და ანალიზი.
5. მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი
6. ვადები/ხანგძლივობა: 1თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეისწავლიან მზის სისტემას, მზის გარშემო პლანეტების მოძრაობას ორბიტაზე. გაეცნობიან, თუ რა როლი აკისრია მზეს ცოცხალი ორგანიზმების ცხოვრებაში. ფოტოგალერეა, კედლის გაზეთი.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: საწერ-კალამი, ფერადი ფანქრები, დიდი ფორმატის ფურცელი, სურათები მზისა და პლანეტების სახელებით, დამხმარე ლიტერატურა, ინტერნეტი.
9. პროექტის ნსვლელობა (ძირითადი აქტივობები):აქტივობა1. კლასში ვისაუბრებთ პლანეტების შესახებ. რა იციან მის ირგვლივ.
აქტივობა2. ჯგუფური მუშაობა. კლასს ვყოფ ჯგუფებად და ვაძლევ სამუშაო თემებს.
Iჯგუფს-მზე სინათლისა და სიცოცხლის წყარო;
IIჯგუფს-მზის მდებარეობა კოსმოსში, მზის მოცულობა, მზის დაცილება დედამიწიდან;
IIIჯგუფს-მზის შედგენილობა.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებასთან და გეოგრაფიასთან.
11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მ. დონაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mariamdonadze11@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: mariamdonadze11@blogspot.com